მამაკაცი საჰაერო ბუშტიდან ქოლგით გადმოხტა

მამაკაცი საჰაერო ბუშტიდან ქოლგით გადმოხტა

ალბათ, ყველას ახსოვს საბავშვო ზღაპარი მერი პოპინსის შესახებ, რომელიც ქარისა და ქოლგის დახმარებით გადაადგილდებოდა - ახლა ამ გმირს რეალური მიმდევრები ჰყავს, რომლებიც ქოლგების მეშვეობით ექსტრემალურ ნახტომებს აკეთებენ.

ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი ექსტრემალი ერიკ რონერია - ის პირველი ადამიანია, რომელმაც საჰაერო ბუშტიდან გადმოხტომისას პარაშუტის ნაცვლად ჩვეულებრივი, ბაღის ქოლგა გამოიყენა და ამასთან, ცოცხალი გადარჩა. გადმოხტომისას ქოლგა ექსტრემალს ხელში ეკავა. მან ჰაერში გაჩერება 20 წამის განმავლობაში შეძლო. ამის შემდეგ ქოლგის კარკასი დაიშალა, ხოლო ქსოვილის გუმბათი წნევისგან გაიხა.

მიუხედავად საბოლოო წარუმატებლობისა, ერიკმა მაინც მოახერხა პარაშუტის გახსნა და მიწაზე მშვიდობით დაეშვა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს