ჩინელები თანამედროვე მარკო პოლოს ეძებენ

ჩინელები თანამედროვე მარკო პოლოს ეძებენ

ჩინური ქალაქი ჰანჩჟოუი ახალი "მარკო პოლოს" ეძებს, რომელიც ცნობილი იტალიელი მოგზაურის მარშრუტს გაიმეორებს. მარკო პოლო პირველი ევროპელი იყო, ვინც ეს ქალაქი დეტალურად აღწერა. მერიამ კონკურსის ჩატარების შესახებ გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულიც 40 000 ევროს მიიღებს.

კონკურსის გამარჯვებული, ფაქტობრივად, ტურისტად ”იმუშავებს”, რომელიც ქალაქში 15 დღეს გაატარებს. მანამდე კი მას ინტენსიური სწავლების გავლა მოუწევს. მის მოვალეობაში, ქალაქზე მოკლე ვიდეოების გადაღება და ქალაქის იმიჯის ამაღლებაც შევა.

ამ მიზნის შესასრულებლად როგორც კაცი, ისე ქალი გამოდგება. ტურისტის ძებნა Facebook-ზე მიმდინარეობს.

მარკო პოლომ მოგზაურობის შესახებ ჩანაწერები 1289 წელს გააკეთა. ის აზიაში, მათ შორის ჩინეთში მოგზაურობას დეტალურად აღწერს. ჰანჩჟოუს მარკო პოლომ "მსოფლიოში ულამაზესი ქალაქი" უწოდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს