ახალი პაპი ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია

ახალი პაპი ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია

ორდღიანი არჩევნების შემდეგ ვატიკანის სიქსტის კაპელაში შეკრებილმა კონკლავმა 13 მარტს რომის ახალი პაპი აირჩია. ფრანსისკ I-ელი, აწ უკვე ყოფილი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო, იტალიური წარმოშობის არგენტინელია.

სწორედ ამიტომ, ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ ახალი პონტიფიკი ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია. ფრანსისკ I-ელი არგენტინულ საფეხბურთო კლუბ "სან ლორენცოს" გულშემატკივრობს. მას შემდეგ კი, რაც მან გუნდის სტადიონთან ახლოს მდებარე სპორტულ კომპლექსში წირვა ჩაატარა, ხორხე მარიო ბერგოლიოს "სან ლორენცოს" კლუბის წევრის ბარათი გადასცეს. იმ დღიდან მოყოლებული ის კლუბის ათასობით გულშემატკივართან ერთად იზიარებს საყვარელი გუნდის მარცხსა და გამარჯვებას. თუმცა, არგენტინელი კარდინალის საყვარელი კლუბი დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის - არგენტინის ეროვნული ჩემპიონატი "სან ლორენცომ" ბოლოს 2007 წელს მოიგო.

ბუენოს-აირესის ყოფილი არქიეპისკოპოსი თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესითაცაა ცნობილი. ფრანსისკ I-ელმა, რომელსაც თინეიჯერობის ასაკში ინფექციის გამო ექიმებმა ერთი ფილტვი ამოუღეს, რამდენიმე წლის წინ უარი თქვა დაქირავებულ მძღოლზე და მანქანაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არჩია. არგენტინელები ხშირად ხვდებოდნენ მას ქუჩაში მოსეირნეს, ის შეჩერდებოდა და ადამიანებს ესაუბრებოდა.

ახალი პაპი ასევე ცნობილია თავისი კონსერვატულობით. ის აბორტებისა და ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ გამოდის.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს