ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" იპოვეს

ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" იპოვეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" აღმოაჩინეს. როგორც "ინტერფაქსს" პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, ქართული "კოკა-კოლა" ექსპერტიზისთვის "როსპოტრებნადზორს" გადაეგზავნა.

"ეს ბოთლი ყოველი შემთხვევისთვის ონიშენკოს გადავუგზავნეთ", - განაცხადა პესკოვმა.

საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, მედიისთვის განკუთვნილ ოთახში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.

მომზადებულია Interfax-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს