თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის ბოკვერი გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის ბოკვერი გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის ბოკვერი გაჩნდა. როგორც "ამბები.გე"-ს ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დათო თაქთაქიშვილმა განუცხადა, ძუ ვეფხვმა, რომელსაც კამერონი ჰქვია, გუშინ ბოკვერი გააჩინა.

"კამერონმა  ერთი ბოკვერი გააჩინა და ბუნაგში ჰყავს. არ ვიცით, ახალდაბადებული ბოკვერის სქესი და ცოცხალია თუ არა. 2-3 დღეში გვეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა დათო თაქთაქიშვილმა.

ბოკვერის დაბადების შესახებ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.

"რამდენიმე წუთის წინ, ჩვენმა თეთრმა ვეფხვმა - კამერონმა 1 ბოკვერი გააჩინა. მშობიარობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ნამატი მეტი იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ მშობიარობის პროცესი კარგად ჩაივლის და ბოკვერებიც ჯანმრთელები იქნებიან და მშობლები პატარების აღზრდის ამ საპასუხისმგებლო ამოცანას თავს წარმატებით გაართმევენ", - ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში.

გიორგი ბერიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს