ახალციხელებს პრეზიდენტის ფონდით შეცვლილი სახურავებიდან წვიმა ჩასდით

ახალციხელებს პრეზიდენტის ფონდით შეცვლილი სახურავებიდან წვიმა ჩასდით

ახალციხის მრავალბინიან სახლებში ახლადგადახურული სახურავებიდან წყალი ოთახებში ჩავიდა. ახალციხელების სახლებში სამი დღეა ისე წვიმს, როგორც გარეთ. მათთან კი, ვისაც თავზე არ აწვიმს, არასათანადოდ დატანებული საწვიმარების გამო წყალი კედელსა და ფანჯრებზე იჟონება, რაც დროთა განმავლობაში დააზიანებს კორპუსს. დაზარალებულები ამბობენ, რომ წყალი კორპუსში მას შემდეგ ჩადის, რაც ყოფილმა მთავრობამ ბინას სახურავი შეუცვალა. ქალაქში სახურავები გასულ ზაფხულს, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით შეიცვალა.

"ქალაქში რომ დაიწყეს სახურავების შეცვლა, ჩვენც მაშინ შეგვიცვალეს. თავიდან ასე ძალიან არ მოდიოდა წყალი, რაც დრო გადის, წყლის რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს", - აცხადებს კარინა პეტროსიანი.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა