ქალი, რომელსაც 5 ორგანო ჰქონდა გადანერგილი, დედა გახდა

ქალი, რომელსაც 5 ორგანო ჰქონდა გადანერგილი,  დედა გახდა

ამერიკის შტატ ფლორიდაში ნამდვილი სასწაული მოხდა. ქალი, რომელსაც მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანო გადანერგილი ჰქონდა, დედა გახდა.

დაახლოებით 2 კვირის წინ ფატიმა ალ-ანსარმა მაიამის ერთ-ერთ საავადმყოფოში აბსოლუტურად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალმა, რომელსაც 5 ორგანო აქვს გადანერგილი, ბავშვის გაჩენა შეძლო. ექიმების თქმით, ფატიმას კიდევ შეუძლია ერთი შვილის გაჩენა.

ორგანოების ტრანსპლანტაციის ოპერაციები ფატიმას 2007 წელს, ნაწლავური არტერიის თრომბის გამო გაუკეთეს. ეს დიაგნოზი ექიმებმა მას 19 წლის ასაკში დაუსვეს. ქალს გადაუნერგეს ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი, კუჭი, მცირე და მსხვილი ნაწლავი.

მიუხედავად ამისა, როცა მან გაიგო, რომ ფეხმძიმედაა, გადაწყვიტა ბავში გაეჩინა. ორსულობის დროს ქალს რამდენიმე გართულება ჰქონდა, თუმცა ახლა ფატიმაც და მისი ქალიშვილიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს