4 წლის ბიჭუნას წელამდე თმები აქვს

4 წლის ბიჭუნას წელამდე თმები აქვს

ინგლისის საგრაფო ჰემპშირში მცხოვრები 4 წლის ბიჭუნა ელაიჯა ედნი გოგონას ჰგავს. ბიჭუნას ულამაზესი გრძელი ქერა თმა აქვს და მისი სქესი ყველას ეშლება. მისთვის თმა არასდროს შეუჭრიათ.

ელაიჯა განიცდის, რომ მას მხოლოდ გოგონები ეთამაშებიან და დედას თმის შეჭრას სთხოვს. ბავშვის მშობლები შვილის სურვილს პატივს სცემენ და უახლოეს დღეებში სილამაზის სალონში წაიყვანენ. ბიჭუნას დედის გადაწყვეტილებით, შეჭრილი თმისგან პარიკს დაამზადებენ და სიმსივნით დაავადებულ გოგონას აჩუქებენ.

"ელაიჯას ყოველთვის ლამაზი და კარგი ხარისხის თმა ჰქონდა. მისი თმა აბრეშუმივით ბზინავს. თუმცა, იმედგაცრუებულია და სწყინს, როდესაც უცხოებს გოგონა ჰგონიათ. კატეგორიულად მოითხოვა, ისეთივე მოკლე ბიჭური ვარცხნილობა ჰქონდეს, როგორიც მის უფროს ძმას აქვს", - ამბობს ბავშვის დედა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს