ბარნოვმა 5 თანამშრომელი ერთ დღეს გაათავისუფლა

ბარნოვმა 5 თანამშრომელი ერთ დღეს გაათავისუფლა

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორად ანდრო ბარნოვის დანიშვნის შემდეგ, გუბერნატორის აპარატიდან რამდენიმე მოხელე გათავისუფლდა. პრეზიდენტის წარმომადგენლის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველა თანამშრომელი "საკუთარი ინიციატივით", თუმცა ბარნოვის განკარგულებით გათავისუფლდა.

2013 წლის 12 იანვარს დანიშნულმა ანდრო ბარნოვმა 31 იანვარს თანამდებობიდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლა, 6 თებერვალს კი კიდევ 2 მოხელე გაუშვა. იანვარში გათავისუფლებულები არიან: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზურაბ მაისურაძე, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ რევაზიშვილი, ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ კახნიაშვილი, რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ბაგრატ ბატატუნაშვილი და საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ბადრი ციქუბაძე. თებერვლის პირველივე კვირაში კი ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი ნაზი ხმიადაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გიორგი ბეშქენაშვილი გამოუშვეს ბარნოვის უწყებიდან.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა