ჯავახეთში ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

ჯავახეთში ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო რეზოლუცია, ოფიციალურად მიმართოს საქართველოს პარლამენტს "რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიცირებისა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნით. ახალქალაქის საკრებულოს ამ სხდომას დეპუტატებმა ისტორიული უწოდეს. საკრებულოს თავჯდომარემ ჰამლეტ მოვსისიანმა კი განაცხადა, რომ "14 მარტი ჯავახეთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა".

სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების ინიციატივა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს" ეკუთვნის. ფრაქციამ განაცხადი ჯერ კიდევ 25 თებერვალს წარადგინა, თუმცა საკრებულოს 27 თებერვლის სხდომაზე ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ მოხვდა იმ მოტივით, რომ ფრაქციის ინიციატივა რეგიონული ენის სტატუსის შესახებ სრულად შესწავლილი არ იყო.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა