რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრევლს დიდმარხვის პერიოდში "საინფორმაციო მარხვა" შესთავაზა.
ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების დეკანოზის ვსევოლოდ ჩაპლინის თქმით, ადამიანები "ზედმეტ ინფორმაციას იყენებენ".
მისი აზრით, 18 მარტს, როდესაც დიდი მარხვა იწყება, მორწმუნეებს შეუძლიათ შეამცირონ ან საერთოდ უარი თქვან როგორც გასართობ, ისე საქმიან ინფორმაციაზე. იგი, ჩაპლინის თქმით, "გონებასა და სულს რევს".
"დიდმარხვის დროს რამდენიმე საათი ან თუნდაც 15 წუთი არა სოციალურ ქსელებში ლანძღვას, არამედ სერიოზულ ტექსტებს, სერიოზულ ხელოვნებას, ლოცვასა და ახლობლებთან დინჯ ურთიერთობას დაუთმეთ. ეს საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად უნიკალური შანსია",- ამბობს დეკანოზი.
მომზადებულია fed.sibnovosti.ru-ს მიხედვით.