მიხეილ სააკაშვილი: "გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება"

მიხეილ სააკაშვილი: "გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ რომის პაპსა და მთელ კათოლიკურ სამყაროს მიმართავს. როგორც "ფეისბუქით" გავრცელებულ პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, კათოლიკურ თემს კი საქართველოში ახალი ძალა შეემატება.

"თქვენო უწმინდესობავ, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს სახელით, თქვენ და მთელ კათოლიკურ სამყაროს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გილოცავთ. გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, კათოლიკურ თემს კი საქართველოში ახალ ძალა შეემატება", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ კათოლიკური სამყარო ისეთივე თანმიმდევრული და მტკიცე იქნება საქართველოსთან ურთიერთობაში, როგორც ეს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, არამედ საუკუნეების განმავლობაში იყო.

"განუზომელია კათოლიკური თემის წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თითოეული მათგანი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქ მათ ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ეს თემი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდა ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და არაერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და ხელოვანი გამოზარდა. მწამს, რომ თქვენ, როგორც ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური და კათოლიკეთა სულიერი მწყემსი, ისეთივე სიყვარულით განაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობას, როგორც არაერთი თქვენი წინამორბედი", - აცხადებს სააკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს