ლაგოდეხის საკრებულომ ოთხი მოსწავლე მეორადი კომპიუტერებით დაასაჩუქრა

ლაგოდეხის საკრებულომ ოთხი მოსწავლე მეორადი კომპიუტერებით დაასაჩუქრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალურად დაუცველი ოჯახების წარჩინებულ მოსწავლეებს მეორადი კომპიუტერები გადასცა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბაკაშვილი აცხადებს, აღნიშნული კომპიუტერები ზედმეტი იყო და შესაძლებელი გახდა, საჩუქრად ნიჭიერ და ეკონომიურად გაჭირვებული ბავშვებისთვის გადაეცათ.

კომპიუტერებით ცოდნისკარის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე, მარიამ ლაბუჩიძე, კართუბნის საჯარო სკოლის მერვე კლასელი ლატავრა ხარაიშვილი და ვარდისუბნის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები, ძმები - გიორგი და ლაშა სტუპკინები დასაჩუქრდნენ.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა