"აბსოლუტური სრულყოფილება" - 102 კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

"აბსოლუტური სრულყოფილება" - 102 კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Christie's-ს აუქციონზე "მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ბრილიანტის თვალი" გამოაქვთ - გამჭვირვალე, მსხლის ფორმის ძვირფასი ქვა 101.73 კარატს იწონის.

ბრილიანტი ბოცვანაში მდებარე საბადოზე აღმოაჩინეს. დამუშავებამდე ის 236 კარატს იწონიდა. ქვას 21 თვის განმავლობაში "აბსოლუტურ სრულყოფილებამდე" ამუშავებდნენ. საბოლოო სახის მიღების შემდეგ ის Christie's-ს აუქციონზე გამოიტანეს.

აუქციონის წარმომადგენლის თქმით, ბრილიანტი "ხელოვნების ნიმუშის მსგავსად იძერწებოდა".

ექსპერტებმა ძვირფას ქვას უმაღლესი შეფასებები მისცეს - ის ერთხმად აღიარეს უნაკლოდ და სუფთა ხარისხის მქონედ. ბრილიანტს ჯერ სახელი არ აქვს. მისთვის სახელის მინიჭების პრივილეგია იმ ადამიანს ექნება, ვინც მას შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ გასულ ნოემბერს ამავე აუქციონზე 76 კარატიანი ქვა 20.9 მლნ დოლარად გაიყიდა. სწორედ ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 102 კარატიანი შედევრი მასზე გაცილებით ძვირად გაიყიდება, თუმცა მიახლოებითი ფასის დასახელებისგან ჯერ ყველა თავს იკავებს.

აუქციონი ჟენევაში გაიმართება, ხოლო გაყიდვამდე მას ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში გამოფენენ.

იხილეთ ვიდეო: ბსოლუტური სრულყოფილება! - "კრისტის" აუქციონზე 102-კარატიანი ბრილიანტი იყიდება

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს