ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია

ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია

საკონკურსო კომისიამ ბორჯომის გამგებლობის ექვს კანდიდატს მოუსმინა, თუმცა ორმა მათგანმა კომისიის წინაშე გამოსვლის შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. 9 წევრისაგნ შემდგარმა კომისიამ კანდიდატები 5 ბალიანი სისტემით შეფასა და არჩევანიც გააკეთა. მათ შორის ყველაზე მაღალი, 36 ქულა, დიმიტრი ბერიძემ დააგროვა, მანვე დააგროვა ყველაზე მეტი ხმა კენჭისყრის შედეგებითაც. დიმიტრი ბერიძის კანდიდატურას 22 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრების უმრავლესობა კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოს წევრებს ორჯერ წარუდგინოს. არდამტკიცების შემთხვევაში ხელახალი კონკურსი ცხადდება.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა