მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ღორები

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ღორები

ბრიტანეთში ყველაზე მსუქანი ღორები ბორისი და მარჯორი ცხოვრობენ.

მარჯორი 300 კილოგრამს იწონის, ბორისი კი 415 კილოგრამს. ღორები რომ დაკლათ, მათგან დაახლოებით 10 000 სოსისის დამზადება შეიძლება. ღორების პატრონი 37 წლის პოლ პარფიტი ამბობს, რომ ფერმაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მარჯორსა და ბორისს ეთმობა.

"ყველაზე დიდი პრობლემა სივრცის ნაკლებობაა. საღორეში ცხოველებს ცხოვრება უჭირთ. მარჯორმა საერთო ჯამში 70 გოჭი დაყარა. ბორისი ძალიან მსუქანია, მაგრამ ჯანმრთელი ღორია. ის დიეტაზე გვყავს. ზამთარში რამდენიმე კილოს იკლებს, მაგრამ ზაფხულში, როდესაც მინდორში გადის, ისევ სუქდება. ისინი ჩვეულებრივი პაწაწინა გოჭები იყვნენ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გასუქდებოდნენ", - ამბობს პოლი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს