თავდაცვის ყოფილი მინისტირის ბაჩო ახალიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. იგი გმირთა მემორიალს მეგობრებთან და პატარა ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა. ამის შესახებ ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
"1993 წლის 15 მარტი, ეს არის დღე, როდესაც ყველაზე მაშტაბური შეტევა სოხუმზე მოიგერია ქართულმა არტილერიამ, მე მეამაყება, რომ მამაჩემი - თამაზ ნადარეიშვილი იყო ამ ბრძოლის უშუალო მონაწილე. დღეს მე ჩემს შვილთან კესო ახალაიასთან და ჩემს მეგობრებთან ერთად პატივი მივაგე დაღუპული ბიჭების ხსოვნას. მინდა რომ ჩემმა შვილებმა თავის შვილებსაც ასწავლონ ამ გმირების სიყვარული და პატივისცემა", - წერს ახალაიას მეუღლე.
