ოპრა უინფრი 2013 წლის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია

ოპრა უინფრი 2013 წლის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია

ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი 2013 წლის ყველაზე გავლენიანი ქალია. 2013 წლის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავების რეიტინგი ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა. ტელეწამყვანმა ჟურნალის რეიტინგში 48% დააგროვა. რეიტინგში საუკეთესო ადგილები ჰოლივუდის წარმატებულმა რეჟისორებმა გადაინაწილეს. ქალი კი ათეულში მხოლოდ სამია.

რეიტინგის მეორე ადგილზე სტივენ სპილბერგი გავიდა (47%). მას მისი კოლეგა მარტინ სკორსეზე მოსდევს (42%). მეოთხე ადგილი ამერიკელ კინორეჟისორს, პროდუსერსა და მსახიობს რონ ჰოვარდს ერგო (41%). პირველ ხუთეულს რეჟისორი ჯორჯ ლუკასი ასრულებს (41%). მეექვსე ადგილზე  ექიმი და ტელევარსკვლავი მაჰმეტ ოზია (40%). მეშვიდე ადგილს ჟურნალისტი ბარბარა უოლტერი იკავებს (37%). რეიტინგში ერთადერთი მუსიკოსი ბონოა (37%).

მეცხრე ადგილი ფინანსურ კონსულტანტსა და ტელეწამყვან სიუზ ორმანს ერგო. ათეულს რეჟისორი და მსახიობი კლინტ ისტვუდი (36%) ასრულებს.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს