ორი იტალიელი ენთუზიასტი ქველმოქმედებისთვის საჭირო თანხებს პორნოსაიტის დახმარებით აგროვებს. საიტი Come4.org ავტორებმა ეკოლოგიური პროექტების დასაფინანსებლად შექმნეს. ვებგვერდის მომხმარებლები პირად პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო მასალებს საიტზე თავად ატვირთავენ. მათი დათვალიერება სხვა მომხმარებლებსაც შეუძლიათ, აქვთ ერთმანეთთან ონლაინკონტაქტის საშუალებაც.
პორტალის შემქნელების თქმით, მიღებული შემოსავალი ქველმოქმედებას სრულად მოხმარდება. საიტი მომხმარებლებისთვის უფასოა, თუმცა ფოტო-ვიდეო მასალის ასატვირთად ფასიანი რეგისტრაციის გავლაა საჭირო. რეგისტრირებისას მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მისი თანხა ტყეების გადარჩენას მოხმარდეს თუ ჩინური პანდების პოპულაციის ზრდას.
ონლაინ-პორნოგრაფიის ბაზრის ბრუნვა მილიარდობით დოლარს აღწევს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo