კარლა ბრუნიმ ფრანსუა ოლანდს პინგვინი უწოდა

კარლა ბრუნიმ ფრანსუა ოლანდს პინგვინი უწოდა

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. მან ახალი ალბომი გამოსცა, რომელშიც ქმარს, ნიკოლა სარკოზის აქებს და ადიდებს, მის მეტოქე ფრანსუა ოლანდს კი ლანძღავს. მართალია, ბრუნი ამას შენიღბული სახით აკეთებს, თუმცა ეჭვი არავის შეჰპარვია იმაში, რომ ერთ-ერთ სიმღერაში იგი "პინგვინს" ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს უწოდებს.

ამბობენ, 45 წლის კარლა ბრუნი დღემდე ვერ პატიობს ფრანსუა ოლანდს, რომ 2012 წლის მასის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. სიმღერაში, სახელწოდებით "პინგვინი", ასეთი სიტყვებია: "ის საერთოდ არ ჰგავს დიდ ადამიანს. მე ხომ მას ვიცნობ. პინგვინებს დიდი ადამიანების მანერები არა აქვთ... პინგვინები ცუდად არიან აღზრდილები".

ყოფილი პირველი ლედი ოლანდს მისი გარეგნობის გამოც აქილიკებს: "არც ლამაზია და არც მახინჯი, არც მაღალია და არც დაბალი, არც ცივია და არც მგზნებარე, არც კია, არც - არა. მოკლედ, პინგვინია".

აღსანიშნავია, რომ "არც კი, არც არა" - პრეზიდენტ ოლანდის მეტსახელია, რომელიც მის ორჭოფულ ხასიათს უსვამს ხაზს. როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, კარლას არაერთხელ უთქვამს მეგობრებისთვის, რომ პინგვინი მის სიმღერაში ოლანდის სიმბოლოა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ მას არასდროს განუცხადებია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს