თინა ხიდაშელი "ნაციონალებს" - აქციაზე მაინცდამაინც შანელის ტანსაცმელს ნუ ჩაიცვამთ

თინა ხიდაშელი "ნაციონალებს" - აქციაზე მაინცდამაინც შანელის ტანსაცმელს ნუ ჩაიცვამთ

უმრავლესობის ლიდერი თინათინ ხიდაშელი ყოფილი ხელისუფლების წევრებსა და აქციებში მონაწილეობის მსურველებს "ფეისბუქით" რჩევებს აძლევს:

"რამდენიმე რჩევა იმათ, ვინც 9 წელია კაბინეტში რბილ სავარძელზე იჯდა და ქუჩაში აქციების წესები დაავიწყდა.

1. მაღალ ქუსლებს მოერიდეთ;

2. სასურველი არ არის მაკიაჟით, მით უფრო ე.წ. სადღესასწაულო, აქციაზე სიარული; არა ადეკვატურია დისკრიმინირებული, მსხვერპლი პუბლიკისათვის;

3. მაინცდამაინც შანელის ტანსაცმელს თუ არ ჩაიცმევთ, დისტანციას შეამცირებთ იმ ადამიანებთან, ვინც გინდათ რომ შემოგიერთდეთ;

მერე კიდევ მოგწერთ, მაგრამ ამ პირველმა ელემენტარულმა ამბებმა თვალი მომჭრა, არადა როგორ მინდა ათ წელიწადში ერთხელ მაინც დაემსგავსოთ რეალურ, ნამდვილ ადამიანებს :( :( :(", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს