რომელი კომპანიის დირექტორი უყვართ ყველაზე მეტად მის ქვეშევრდომებს

რომელი კომპანიის დირექტორი უყვართ ყველაზე მეტად მის ქვეშევრდომებს

პორტალმა Glassdoor 2013 წლის საუკეთესო გენერალურ დირექტორთა რეიტინგი შეადგინა. მთავარი კრიტერიუმი კომპანიის ხელმძღვანელისადმი თანამშრომლების დამოკიდებულება იყო.

პირველი ადგილი რეიტინგში ახალგაზრდა მილიარდერმა, "ფეისბუქის" შემქმნელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა დაიკავა. მისადმი ნდობის დონე მის ქვეშევრდომებში 99%-ია. შარშან ამავე რეიტინგში მარკი მხოლოდ მე-15 ადგილზე იყო. როგორც ჩანს, ყველაზე დიდი სოციალური ქსელის დამფუძნებელი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი წარმატებით უმკლავდება თავის საქმეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ლიდერი, კომპანია Apple-ის გენერალური დირექტორი, ახლა მხოლოდ მე-18 ადგილზეა.

რეიტინგის მიხედვით, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი თანამშრომლების კომფორტსა და მოთხოვნებს შემდეგი კომპანიები - Google, Amazon, Starbucks, American Express, Intel და Gap. ჩამოთვლილ კომპანიათა გენერალური დირექტორები მამაკაცები არიან, თუმცა სიაში ერთი ქალი, Victoria's Secret-ის ხელმძღვანელი შერენ ტერნი მაინც მოხვდა.

მომზადებულია Glassdoor-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს