გახმაურებული სამეფო ქორწინებები თუ ქორწილები ათასობით ადამიანის ინტერესის სფეროს წარმოადგენს. თუმცა, ეს ინტერესი კიდევ უფრო ორმაგდება, როცა რომელიმე ქვეყნის მონარქი ცხოვრების თანამგზავრად რიგით მოქალაქეს ირჩევს.
გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" იმ "კონკიების" ზღაპრულ ისტორიებს ეხმაურება, ვინც ცხოვრება სამეფო კარს დაუკავშირა.
ბუნებრივია, გამოცემის რეიტინგში პირველ რიგში, ცნობილი ამერიკელი მსახიობი გრეის კელი მოხვდა, რომელიც მონაკოს პრინცესა გახდა.
მსახიობი მომავალ მეუღლეს, მონაკოს სამეფოს თავადს, რენიე III ფოტოსესიის დროს შეხვდა. წყვილმა 1956 წლის 19 აპრილს იქორწინა. თავის დროზე მათი ქორწილის მდიდრულ ცერემონიას პრესაში "საუკუნის ქორწილი" უწოდეს. თუმცა, მონაკოს თავადისა და ულამაზესი მსახიობის ქორწინება გრეის კელის მოულოდნელმა სიკვდილმა შეწყვიტა. 1982 წლის 14 სექტემბერს ამერიკელი მსახიობი, რომელმაც კინოკარიერაზე უარი ოჯახის გამო თქვა, ავტოავარიაში გარდაიცვალა. პრინცესა გრეისს და პრინც რენიეს III სამი შვილი ჰყავთ. მონაკოში იმდენად უყვართ გრეის კელი, რომ მისი გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ გამოუშვეს 2-ევროიანი მონეტა, რომელსაც კელის პორტრეტი ამშვენებს.
ორიოდ წლის წინ, მათი ქორწილის პირდაპირ ტრანსლირებას მილიონობით მაყურებელმა ადევნა თვალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამს 2001 წელს შოტლანდიაში, წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტში შეხვდა. იმ დღიდან ისინი თითქმის ათი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილმა 2011 წლის 29 აპრილს მართლაც მეფური ქორწილი გადაიხადა და დღემდე უამრავი ადამიანისთვის საყვარელ სამეფო წყვილად რჩება. რამდენიმე თვეში კი პირველ პატარას ელოდებიან.
მისი უდიდებულესობა, ასტურიის პრინცესა ლეტიცია ორტისი ესპანეთის პრინც ფელიპეს 2002 წელს შეხვდა. "სიენენის" აწ უკვე ყოფილი ჟურნალისტი გალისიაში, სანაპირო ზოლზე ნავთობის გაჟონვის შესახებ ინფორმაციას აშუქებდა, როცა შემთხვევის ადგილზე მისული პრინცი გაიცნო. გაცნობიდან ორ წელში, 2004 წლის 22 მათ სამეფო ქორწილი გადაიხადეს. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.
ტატიანა ბლატნიკი, რომლის ტიტულიც ახლა ასე ჟღერს – მისი უდიდებულესობა, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა ტატიანა, პრინც ნიკოლაუსს 2003 წელს შეხვდა. მოდის დიზაინერ დაიან ფონ ფუშტენბერგის ყოფილმა ივენთ-მენეჯერმა მომავალი საქმრო სათხილამურო კურორტზე დასვენებისას გაიცნო. 7 წლის შემდეგ მათ საკმაოდ მოკრძალებული, ტრადიციული ბერძნული ქორწილი გადაიხადეს.
წარმოშობით აზერბაიჯანელი ფარა პეჰლევი საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. ერთ მშვენიერ დღეს სასწავლებელს ირანის შაჰი მოჰამედ რეზა პეფლევი ესტუმრა და უნივერსიტეტის ირანელი სტუნდენტები მოინახულა. სტუდენტებს შორის იყო ირანის მომავალი იმპერატორი ქალი ფარა პაფლავიც.
მათ 1959 წლის 21 დეკემბერს იქორწინეს და 1980 წლამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ ერთად, სანამ ისინი შაჰის სიკვდილმა არ დააშორა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ. მოჰამედ შაჰის სამ სხვა ცოლს შორის, ფარა ერთადერთი იყო, რომელსაც იმპერატორი ქალის წოდება მიენიჭა.
სამხრეთ აფრიკის ოლიმპიური ნაკრების მოცურავე მონაკოს პრინც ალბერ II-ს, რომელიც გრეის კელისა და რენიე III-ის შვილია, 2000 წელს შეხვდა.
შარლინ უიტსტოკი მონაკოს ცურვის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობდა. იტალიაში, 2006 წლის ტურინის ოლიმპიადაზე მათ ოფიციალურად დაადასტურეს თავიანთი ურთიერთობა.
2011 წელს კი მონაკოს პრინციმა შარლინზე იქორწინა და ეს უკანასკნელი, მონაკოს პრინცესა გახდა.
სილვია სომერლატი, ახლა უკვე მისი უდიდებულესობა, შვედეთის დედოფალი სილვია, შვედეთის მეფე კარლ XVI 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს შეხვდა. სილვია სომერლატი თამაშებზე თარჯიმნად მუშაობდა. მათ 1976 წელს იქორწინეს და მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
"კონკიას" ბედს მხოლოდ ქალბატონები როდი იზიარებენ. დანიელ ვესტლინგი, რომლმაც შვედეთის პრინცესა ვიქტორია შეირთო ცოლად, შვედეთის ჰერცოგი გახდა. მათ ქორწინებას წინ ბევრი მითქმა-მოთქმა უძღოდა, ვინაიდან დანიელი ვიქტორიას პირადი მწვრთნელი იყო. ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო ვიქტორიას მამა მეფე კარლ XVI. თუმცა მას შემდეგ, რაც მომავალმა ჰერცოგმა "პრინცების სკოლაში" იარა და სამეფო გვარის წარმომადგენლისთვის საჭირო და აუცილებელი ჩვევები შეისწავლა, მას ვიქტორიაზე დაქორწინების ნება დართეს. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
ერთი წლის წინ, ესპანეთში გამართულმა ამ ქორწილმა დიდი ხმაური გამოიწვია არა მხოლოდ ჰერცოგინია ალბას სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 85 წლის ჰერცოგინია 2012 წელს მესამედ დაქორწინდა და მისი რჩეული 61 წლის ალფონსო დიესი გახდა. ქორწინების წინააღმდეგი იყო თვით ესპანეთის მეფე ხუან კარლოსიც, რომელიც ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად ფიქრობდა, რომ ალფონსოს მხოლოდ ფინანსური ინტერესები ამოძრავებდა. თუმცა, ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე ალფონსო დიესმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, მან უარი თქვა ჰეცოგინიას ყველანაირ ქონებაზე.
კიდევ ერთი გახმაურებული რომანი უკავშირდება მონაკოს სამეფოს კარსა და გრეის კელის კიდევ ერთ შვილს. პრინცესა სტეფანია არც მეტი, არც ნაკლები თავის პირად მცველს დანიელ დიუკრეს გაჰყვა ცოლად. თუმცა, ქორწინებიდან ძალიან მალე მონაკოს ახალგამომცხვარი პრინცი, რომელსაც ოფიციალურად ეს წოდება არ მიენიჭა, პაპარაცებმა სხვა ქალბატონების გარემოცვაში გამოიჭირეს. ბუნებრივია, პრინცესა სტეფანიამ ქმარს ღალატი არ აპატია და გაშორდა. მათ ორი შვილი ჰყავთ, რომელიც ოფიციალურ ქორწინებამდე შეეძინათ.
"ჰარვარდის" უნივერსიტეტში განათლებამიღებული მასაკო ოვადა იაპონიის პრინც ნარუჰიტოს ტოკიოში, 1986 წელს ესპანეთის პრინცესა ელენას პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე შეხვდა. იაპონიის პრინცი მაშინვე მოიხიბლა მასაკოთი, თუმცა ეს უკანასკნელი პრინცესობას მხოლოდ ქორწინებაზე სამი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემდეგ დათანხმდა.
მარი შანტალ მილერი საბერძნეთის კრონ-პრინცს პავლოსს ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა. მოგვიანებით, საბერძნეთის ყოფილი მეფის ვაჟი გამოტყდა, რომ მისთვის ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. წყვილმა გაცნობიდან სან წელიწადში იქორწინა, მარი შანტალი კი ქორწინებამდე მართლმადიდებლად მოინათლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამეფო ოჯახში არ აღიარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარი შანტალი ამერიკელი მილიარდერის რობერტ უორენ მილერის ქალიშვილია, მას მაინც "კონკია" უწოდეს, რადგან არ არის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. საბერძნეთის კრონპრინცსა და მისი მეუღლე პრინცესა მარიას, სპარტის ჰერცოგინიას 5 შვილი
ჰყავთ.
დანიის მომავალი პრინცესა მომავალ მეუღლეს 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიური თამაშების დროს შეხვდა. მათი ისტორია მართლაც უჩვეულოა – დანიის პრინცმა ფრედერიკმა მარი ელიზაბეთ დონალდსონს თავი, ვინმე "ფრედიდ" გააცნო და თავისი პრინცობის ამბავს კარგა ხანს უმალავდა. ისინი 2004 წელს დაქორწინდნენ და ოთხ შვილს ზრდიან.
მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით.