აგრარული უნივერსიტეტის იურისტი - "ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია"

აგრარული უნივერსიტეტის იურისტი - "ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია"

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის იურისტი იაგო ხვიჩია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე განმარტავს, რატომ არის შეუძლებელი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის პროცესის ხელახლა გავლა.

"ხალხო, მარტივად გეტყვით, რატომ არის შეუძლებელი ამბავი ჩვენთვის ავტორიზაციის პროცესის ხელახლა გავლა... ამის სანაცვლოდ დგას მხოლოდ ერთი საჯარო ინტერესი... სამინისტრომ გააუქმოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება...

ავტორიზაციაში წყვეტა გამოიწვევს შემდეგ რამეებს:

1. გაუქმდება საერთაშორისო საგრანტო 50-მდე პროექტი, რომელზედაც გრანტები გვაქვს მიღებული, საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსის შედეგად, ყველა მათგანი უნდა შეწყდეს და არ არსებობს ამ გრანტების აღდგენის (ხელახლა მოპოვების) შესაძლებლობა.

2. სტუდენტებს შეუწყდებათ სახელმწიფო გრანტები.

3. შეწყდება და თავიდან იქნება მოსაპოვებელი ყველა პროგრამაზე აკრედიტაციები, რასაც დროც სჭირდება და ხარჯიც.

4. ვერ მივიღებთ სტუდენტებს ამ წელს, ვინაიდან პროცესი გრძელდება ნახევარი წელი და არავინ არ შემოიტანს განცხადებას ჩვენთან, მაშინ როდესაც ავტორიზაციის პროცესი ჯერ არც იქნება დამთავრებული.

5. წყდება არა მარტო სასწავლო, არამედ კვლევითი პროექტები, რომელზედაც 800 ათასია დახარჯული 1 წელიწადში და კიდევ გრძელდება. ეს არის კერძო ფული, უნივერსიტეტის მიერ დახარჯული.

6. საუნივერსიტეტო ისტორიაში ჩნდება წყვეტა, რაც პრესტიჟისთვის, პირდაპირი ზიანის მომტანია.

7. ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია, როცა ხელისუფლება რეაგირებს არა კანონზე არამედ პროტესტის ეფექტურეობაზე", - წერს იაგო ხვიჩია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს