Holiday Inn-ში მეორე ქართულ-უკრაინული მრგვალი მაგიდა გაიმართება

 Holiday Inn-ში მეორე ქართულ-უკრაინული მრგვალი მაგიდა გაიმართება

2013 წლის 29 მარტს, თბილისში, სასტუმროში Holiday Inn, გაიმართება მეორე ქართულ-უკრაინული მრგვალი მაგიდა, თემაზე "გამოვიმუშაოთ უფრო მეტი: ახალი იდეები იურიდიული ფირმებისა და მათი კლიენტებისთვის". ღონისძიების ორგანიზატორია უკრაინის იურისტთა ასოციაცია, იურიდიული ფირმა "მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის" მხარდაჭერით.

ქართველი და უკრაინელი იურისტები შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა იურიდიული ბიზნესის მართვა, აგრეთვე აქტუალურ საკითხებს დაბეგვრაზე და ფასწარმოქმნაზე უკრაინასა და საქართველოში.

მრგვალი მაგიდის გამომსვლელთა რანგში მოწვეულნი არიან ორი ქვეყნის წამყვანი იურისტები, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და პრაქტიკას თავიანთ კოლეგებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ