sms - აუქციონით წართმეული მილიონები - "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების "შავი სქემა"

sms - აუქციონით წართმეული მილიონები - "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების "შავი სქემა"

ყოფილი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ყველა მსხვილი კომპანია დავალებული იყო მმართველი პარტიის ანგარიშზე სოლიდური თანხები გადაერიცხა. დოკუმენტები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისგან" დატერორებულმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს, სრულ სურათს ქმნის იმ სქემის შესახებ, რომლითაც ხელისუფლება წლების განმავლობაში მოქმედებდა. თითოეული კონპანიის მეწილე ცალ-ცალკე სწირავდა პარტიას კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას 60 000 ლარს, რაც საერთო ჯამში კომპანიისთვის 300 000 ლარზე ადიოდა. გადახდა ხდებოდა, როგორც პირდაპირ პარტიის ანგარიშზე გადარიცხვით, ისე სხვა მეთოდებითაც: ითხოვდნენ უძრავ ქონებას, ავტომანქანებს და თუ რომელიმე მათგანი იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდებოდა, მიმართავდნენ გეგმა "ბ" -ს სახელწოდებით - "sms -აუქციონი". პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები აუქციონის პირობებს, ანუ როგორ უნდა "ეყიდათ" ბიზნესმენებს ქონება რეალურ ფასზე ბევრად მეტად, მესიჯებით უგზავნიდნენ ადრესატებს. "ქონება", რომელშიც მილიონებს იხდიდნენ, ბიზნესმენებს თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი და არც აუქციონში მონაწილეობის მიღების თხოვნით "აწუხებდნენ". ჩატარებული აუქციონის ნომერ მიუნიჭებელ ფურცლებს აბარებდნენ და ფულის გადახდას სასწრაფო წესით სთხოვდნენ.

"ნაციონალების" დატერორებულ ბიზნესმენთა მრავალრიცხოვან სიაში ვალერი შოშიაშვილი 2008 წლიდან ჩაირიცხა და მას შემდეგ პარტიისთვის ფულის გადახდის ბიზნესვალდებულება ყველა არჩევნებზე ჰქონდა, რამაც 4 წლის განმავლობაში საბოლოო ჯამში, მილიონნახევარი შეადგინა. ამასთან, შოშიაშვილმა 2012 წლის აპრილში, პროკურატურის თანამშრომლების სატელეფონო დავალების საფუძველზე, აუქციონზე დაუსწრებლად 700 000 ლარად შეისყიდა ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლი, რომლის რეალური ფასი 8130 ლარი იყო. თუმცა ბიზნესმენს  "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა "საზრუნავიც" ჰქონდა, მას "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" საეთერო დრო უნდა შეეძინა ტელეკომპანია "რუსთავში 2"-ში, ეს "მომსახურება" კი 50 000 დოლარი დაჯდა. საერთო ჯამში, ვალერი შოშიაშვილის ბიზნესი გაკოტრებამდე მივიდა, რასაც მოყვა ქსელების შემცირება და მუშა-ხელის სამსახურიდან დათხოვნა.

ბიზნესტერორიდან გათავისუფლებული ვალერი შოშიაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ გამოძიებისგან და მთავარი პროკურატურისგან გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე ამ ეტაპისთვის კეთდება. ყველაზე დიდი იმედგაცრუება მისთვის ის არის, რომ გამომძიებელი, რომელიც მას მესიჯებს წერდა, დღეს კვლავ პროკურატურაში მუშაობს და სხვა ადამიანების დაკითხვითაა დაკავებული.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა