ნარმანიას ინფრასტრუქტურული სამუშაოების დოკუმენტს კასპის "რესპუბლიკური ოცნება" უწუნებს

ნარმანიას ინფრასტრუქტურული სამუშაოების დოკუმენტს კასპის "რესპუბლიკური ოცნება" უწუნებს

რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ შედგენილ ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების საპროექტო ფორმაზე კასპის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დავა ატყდა. სამინისტროდან მუნიციპალიტეტში გაგზავნილ იმ საპროექტო წინადადებებს, სადაც მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების ინიციატორზეა საუბარი, კასპის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი იწუნებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ პროექტის ფორმაში სამუშაოების ინიციატორად "სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ან საკრებულოს თავმჯდომარეა" მითითებული. თათანაშვილი ამტკიცებს, რომ საპროექტო წინადადებებიდან საკრებულომ სიტყვა გუბერნატორი უნდა ამოიღოს, რადგან შესასრულებული სამუშაო გუბერნატორის ინიციატივა არ არის და ეჭვი აქვს, რომ რწმუნებულ-გუბერნატორის სახელის ხსენება საკრებულოს თავმჯდმარე, დავით მესროფაშვილს აწყობს.   რესპუბლიკელების თავმჟდომარეს თავისი პრეტენზიის გასამყარებლად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შედგენილი საპროექტო წინადადებები მოყავს, სადაც ინიციატორის გრაფაში "რწმუნებულ-გუბერნატორი" საერთოდ არ არის მოხსენიებული.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილის განცხადებით, ეს ფორმები რეგიონალური განვითარების სამინისტროდან მიიღეს: "გამგეობამ ამ ფორმებში, მხოლოდ, შესასრულებელი სამუშაოების მონაცემები შეიყვანა და დასამტკიცებლად წარმოგვიდგინა საკრებულოში. რა ფორმებიც გადმოგვიგზავნეს, იმ ფორმებს ვიყენებთ" - ამბობს მესროფაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა