მსოფლიოს უხუცესი მეძავები პენსიაზე გავიდნენ

მსოფლიოს უხუცესი მეძავები პენსიაზე გავიდნენ

უხუცესი ჰოლანდიელი მეძავები, ტყუპები ლუიზა და მარტინა ფოკენები პროსტიტუციაში 50 წლიანი სტაჟის შემდეგ პენსიაზე გავიდნენ.

70 წლის დების თქმით, დროა საქმიანობას თავი დაანებონ და დაისვენონ. ქალბატონები ჩივიან, რომ ასაკის გამო სექსისთვის აღარ ვარგიან. ფოკენები სიამაყით აცხადებენ, რომ საერთო ჯამში 355 000 კაცს მოემსახურნენ და ახლა დროა მშვიდად იცხოვრონ.

"ოც წელზე ცოტა მეტის ვიყავი, როცა ქმარმა ქუჩაში გამაგდო. მითხრა, რომ თუ ფულს არ ვიშოვიდი, მიმატოვებდა, მე კი შვილებიც მყავდა და მიყვარდა ისინი, ასე მომიხდა ამ საქმეში ჩართვა. ჩემს დას შევეცოდე და მხარი ამიბა. მას შემდეგ ერთად ვართ", - ამბობს ლუიზა.

დები არ შეესაბამებოდნენ ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის სხვა "ბინადრების" სტერეოტიპს.

ფანჯრებში გამოფენილ მეძავებს შორის ძირითადად ახალგაზრდა და მომხიბვლელი უცხოელები შეგხვდებათ, დები ფოკენები კი მოხუცები იყვნენ და თანაც ჰოლანდიელები. ამ ფაქტით ტყუპები ყოველთვის ამაყობდნენ.

ორივე დას ჰქონდა ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის შემთხვევები, ამ "ბიზნესში" მათი პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ამსტერდამის უხუცეს ტყუპ მეძავებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს