სენაკის საკრებულომ თავმჯდომარეს არ დაუჯერა და გამგებელი არ გაათავისუფლა

 სენაკის საკრებულომ თავმჯდომარეს არ დაუჯერა და გამგებელი არ გაათავისუფლა

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა უარყოფითად აფასებს სენაკის გამგებლის მუშაობას და საჭიროდ მიაჩნია მისი უპირობო გადადგომა. სწორედ ამიტომ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სენაკის გამგებლის, თენგიზ ადამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხი გაიტანა, თუმცა, საკრებულოს 23 დეპუტატიდან აღნიშნულ საკითხს მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი დეპუტატი გამგებლის გადაყენების წინააღმდეგ წავიდა, ხოლო დანარჩენმა დეპუტატებმა თავი შეიკავეს.

"გამგებელი თენგიზ ადამია რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მისაბიშვილის დეიდაშვილია და სწორედ ეს უკანასკნელი მფარველობს მას. მისაბიშვილი საკრებულოს წევრებს ურეკავს და აფრთხილებს, მე "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენ, დეპუტატებისგან მწვანე შუქი მაქვს ანთებული და სენაკის გამგებლის წინააღმდეგ ნუ წახვალთო. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ზარებმა ითამაშა დიდი როლი საკრებულოს დეპუტატებზე. მე სენაკელების აზრს გეტყვით - სენაკზე მისაბიშვილის და ადამიას კონტროლს ნამდვილად არ დავუშვებთო ამბობს მოსახლეობა" - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ინგა ქარდავამ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა