სუნამო ზომბის არომატით

სუნამო ზომბის არომატით

გსურთ, რომ ისეთივე არომატს აფრქვევდეთ გარშემო, როგორსაც ზომბები? კომპანია Demeter Fragrance Library-მ მისი კლიენტებისთვის უცნაური არომატიანი სუნამო შექმნა.

მამაკაცებისთვის განკუთვნილ "ზომბი-სუნამოს" Zombie For Him, ხოლო ქალებისთვის Zombie For Her-ი ქვია. Demeter Fragrance Library კომპანია ცნობილია ორიგინალური არომატის მქონე პარფიუმების შექმნით. მათ კოლექციაში არის წიგნის და პომიდვრის სუნის მქონე სუნამოებიც.

პარფიუმის შემქმნელები აცხადებენ, რომ სუნამოს ტყის ბილიკის, გამხმარი ფოთლების, სოკოს, მიწის, მტვრის და ხავსის სუნი ერთდროულად აქვს. ქალებისთვის განკუთვნილი ვერსია უფრო რბილია - მას ღვინის ჭურჭლის სურნელი აქვს.

"ამ სუნამოს ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ბალახით სავსე ტომარას, ოღონდ არა სასიამოვნო ზაფხულის დღეს", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს