რა ხდება ინტერნეტში 1 წუთის განმავლობაში?

რა ხდება ინტერნეტში 1 წუთის განმავლობაში?

ამერიკაში მდებარე კორპორაცია Intel-მა, რომელიც მიკროპროცესორების წარმოებითაა ცნობილი, ზუსტი ნუსხა წარმოადგინა, თუ რა ხდება 1 წუთის განმავლობაში ინტერნეტში.

აღარავის უკვირს, რომ თანამედროვე ეპოქაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინტერნეტს ადამიანებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ შედეგი მაინც შთამბეჭდავია.

აღმოჩნდა, რომ 1 წუთის განმავლობაში 204 მილიონი იმეილი იგზავნება, 47 000 აპლიკაცია იტვირთება, Amazon-ზე კი 83 000 დოლარის ღირებულების შენაძენი კეთდება. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს - "ფეისბუქში" ყოველ წუთს 20 მილიონი ფოტო იტვირთება, 6 მილიონი გვერდი თვალიერდება და YouTube-ზე 1.3 მლნ ვიდეო კლიპს უყურებენ.

წინასწარი პროგნოზით, 2015 წლისთვის ქსელური მოწყობილობები მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ მეტი იქნება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს