ლანჩხუთელები წინასაარჩევნოდ დარიგებული მავთულხლართების დაბრუნებას ითხოვენ

ლანჩხუთელები წინასაარჩევნოდ დარიგებული მავთულხლართების დაბრუნებას ითხოვენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორაგვისღელის დასახლების მოსახლეობა წინასაარჩევნოდ დარიგებულ იმ მავთულხლართების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც არჩევნების შემდეგ ისევ წაიღეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არჩევნებამდე მათთან მისულ რაიონის ყოფილ გამგებელს გიორგი გოგუაძეს ყოფილი ბამბუკის საამქროს აღდგენა მოსთხოვეს, რაზეც გამგებელმა უარი თქვა, "მაგას ვერ დაგპირდებით, ოპოზიცია ხელს შემიშლის და წამოსაძახებელი იქნებაო". შემდეგ მოსახლეობამ საყანე და საძოვარი ფართობების შემოღობა მოითხოვა და არჩევნებამდე 25 დღით ადრე ორაგვისღელელებს შესაღობად საჭირო ბოძები და მავთულხლართები გაუგზავნეს. არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ კი, "ნაციონალური მოძრაობის" ზონის კოორდინატორმა მერაბ ჩიჩუამ მავთულხლართები უკან წაიღო, ბოძები კი მოსახლეობამ არ გაატანა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა