ქართულ ბაზარზე შესაძლოა, ხორცი გაიაფდეს, რაც სასაკლაოების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მოვაჭრეების შეფასებით, სასაკლაოების გახსნა ხორცის დამუშავების ხარჯებს შეამცირებს, რაც შემდეგ ხორცის გასაყიდ ფასზეც აისახება.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ადრე ქვეყანაში მხოლოდ 2 სასაკლაო იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ.
მათი ცნობით, სასაკლაოების ამუშავების ლიცენზია 46-მა იურიდიულმა პირმა მიიღო. მაისის ბოლომდე სასაკლაოების რიცხვი 60-ს მიაღწევს და ყველა მათგანს ინდივიდუალურად შეამოწმებენ.
დღეს ხორცის გასაყიდი ფასი კილოგრამზე 10-15 ლარია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9