კაცები ცხოვრებაში 3-ჯერ იცვლიან თმის ვარცხნილობას, ქალები - წელიწადში 4-ჯერ

კაცები ცხოვრებაში 3-ჯერ იცვლიან თმის ვარცხნილობას, ქალები - წელიწადში 4-ჯერ

კაცები ცხოვრებაში 3-ჯერ იცვლიან თმის ვარცხნილობას, ქალები - წელიწადში 4-ჯერ. მანჩესტერში მდებარე კლინიკის Crown Clinic-ის სპეციალისტებმა 1000 მამაკაცი და ქალბატონი გამოკითხეს.

საინტერესოა, რატომ იცვლიან ადამიანები თმის ვარცხნილობას - მამაკაცების 36%-ს არსებული იმიჯი ბეზრდება, 12%-ს თმის ცვენის პრობლემა აწუხებს, 15% მოდის ცვლილებებს ეხმიანება, 12% ცნობილი ვარსკვლავი მამაკაცების ვარცხნილობის ზეგავლენის ქვეშაა.

თმის ვარცხნილობის შესაცვლელად ქალები სილამაზის სალონებს უფრო ხშირად სტუმრობენ. ყოველი 6 ქალიდან 1 წელიწადში 4-ჯერ იცვლის სტილს. 35 წლამდე ქალების დიდ ნაწილს 50-ზე მეტი ვარცხნილობა აქვს გაკეთებული.

გამოკითხული მამაკაცების 37% თვლის, რომ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ყოველთვის ორიგინალური ვარცხნილობა აქვს და მისი სტილი მოსწონს. მამაკაცების დიდმა პროცენტმა ისიც კი აღიარა, რომ თინეიჯერობაში ბექჰემის ფანი იყო და მისი ვარცხნილობა ხშირად გაუკეთებია.

რაც შეეხება ქალებს, მანდილოსნები სილამაზის სალონს ვარცნილობის შესასწორებლად, ან შესაცვლელად მაშინაც კი სტუმრობენ, როდესაც წინასწარ ეს პროცედურა დაგეგმილი არ აქვთ და უეცრად სტილისტთან მისვლის გუნებაზე დგებიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს