1 ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შიდა ქართლში

 1 ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შიდა ქართლში

შიდა ქართლში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების 1 ლარად გადაცემის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის ინიციატორები შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი, რაიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები არიან. 1 ლარად გასხვისების ფაქტების სიმრავლით გასული წელი განსაკუთრებით გამორჩეულია.

მაგალითად, 2012 წლის 20 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს გიგა ტატიშვილს სთხოვა ეკონომიკის მინისტთან ვერა ქობალიასთან კასპში დარეგისტრირებული კომპანია "ჯორჯიან ცემენტის" სასარგებლოდ სოფელ გომში მდებარე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემაზე ეშუამდგომლა. გუბერნატორმა შუამდგომლობა ქობალიასთან 2013 წლის 28 მარტს გაგზავნა. "ჯორჯიან ცემენტის" დირექტორი მიხეილ ასლანიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მიწა დარეგისტირებული არ არის.

გასული წლის 14 მაისს სოფელ ატენში ალეკო ლურსმანაშვილს ერთ ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი გადაეცა. ალეკო ლურსმანაშვილის დედა, მაყვალა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ეს საჩუქარი მისი სპორტსმენი შვილის წარმატებების გამო აჩუქეს: "უსახლკაროდ ვიყავით, ქირა-ქირაზე დავდიოდით. უამრავი განცხადება მქონდა შეტანილი და საბოლოოდ გადმოგვცეს ეს ბინა", - ამბობს მაყვალა ლურსმანაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა