გორში სახურავების შესაკეთებლად 16 ათასი ლარი გამოიყო

გორში სახურავების შესაკეთებლად 16 ათასი ლარი გამოიყო

გორში სტალინის გამზირზე #3-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 ათასი ლარი გამოიყო. საცხოვრებელი სახლის სახურავი 18 მარტს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა.

სტალინის გამზირზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები 2010-2011 წლებში გამოუცვალეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება აიღო მაღალხარისხიანი სახურავების დამონტაჟების თაობაზე. დღეს კი მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური აღნიშნულ კომპანიას ვერ პოულობს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა