ანდრო ბარნოვი: "გაიტანეთ მავთულხლართები!"

ანდრო ბარნოვი: "გაიტანეთ მავთულხლართები!"

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კონფლიქტის ზონაში გაჩენილი მავთულხლართების თაობაზე შს მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მავთულხლართები შიდა ქართლში 2012 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და ეს პროცესი არასრული ერთი თვე გაგრძელდა. გუბერნატორი ამტკიცებს, რომ მაშინ ეს პროცესი სამხარეო პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილის, შალვა ტრამაკიძის წყალობით შეწყდა. ბარნოვის თქმით, დღეს მავთულხლართები ისევ გაჩნდა და ითხოვს პოლიციაში ტრამაკიძის დაბრუნებას. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მავთულხლართები კონფლიქტის ზონაში დიდი ხანია გაჩნდა და ახალი ხელისუფლების პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.

ბარნოვმა საკუთარი ვერსიის მტკიცებულებად ჟურნალისტებს მხოლოდ ერთ ოჯახთან სიახლოვეს გაბმული მავთულები უჩვენა. ადგილზე, სადაც მან ჟურნალისტები მიიყვანა, მავთულხლართები საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოსაა. სხვა დროს, პირობით საზღვართან მოსახლეობა და ჟურნალისტები მისვლას ერიდებოდნენ. დღეს ამ მავთულხლართების სიახლოვეს დგომა და კომენტარების კეთება იოლია. ანდრო ბარნოვმა სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი თვიდან გუბერნატორის მრჩევლად კონფლიქტის საკითხებში დაინიშნება შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა ტრამაკიძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა