თუ ზღაპრული დასვენება გსურთ, ბელგიაში ეს შესაძლებელია, სადაც თქვენი სურვილის დასაკმაყოფილებლად სპეციალური სასტუმრო La Balade des Gnomes-სი (ქონდრის კაცების გასეირნება) გაიხსნა.
ამ სასტუმროში ათობით უჩვეულო, ნამდვილად ზღაპრულ სტილში გადაწყვეტილი ორიგინალური ნომრები დაგხვდებათ. გარდა ამისა, მსურველებს ვიპ-ნომრის დაქირავებაც შეუძლიათ. ეს ცალკე შენობაა, რომელიც ძალიან მოგაგონებთ ტროას ცხენს.
სასტუმროს ნომრები და ფოიეები ანტიკური ბერძნული, ფენტეზის და შუა საუკუნეების ზღაპრების სტილშია გადაწყვეტილი.
ადრე ამ სასტუმროს ადგილას ფერმა მდებარეობდა. მისი სასტუმროდ გადაკეთება ფერმის პატრონს, არქიტექტორ დომინიკ ნოელს მოუვიდა აზრად. საბოლოოდ მან ზღაპრული ტურისტული სასტუმრო შექმნა, რომელიც ახლა უამრავ მოგზაურს იზიდავს.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.