თამარ ჩერგოლეიშვილი - რამდენ ადამიანს უნდა გამოჭრან ყელი, რომ ივანიშვილმა "გაგებით მოკიდების" მოთხოვნის გამო პასუხი აგოს?

თამარ ჩერგოლეიშვილი - რამდენ ადამიანს უნდა გამოჭრან ყელი, რომ ივანიშვილმა "გაგებით მოკიდების" მოთხოვნის გამო პასუხი აგოს?

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი 20 მარტს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"გუშინ პავლოვზე კიდევ ერთ ადამიანს გამოჭრეს ყელი. თითქმის 150%-ითაა გაზრდილი ძალადობრივი დანაშაული შარშანდელთან შედარებით.

საინტერესოა, რამდენ ადამიანს უნდა გამოჭრან ყელი იმისთვის, რომ ივანიშვილმა "გაგებით მოკიდების" მოთხოვნის გამო პასუხი აგოს?", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული სერგო პ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 20 მარტს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, თავის მეგობარ რომან გაბეხაძესთან მივიდა, რომელიც ამ პუნქტში ოპერატორად მუშაობდა. მათ შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც სერგო პ-მ რომან გაბეხაძეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს