გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე არასამთავრობოების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე არასამთავრობოების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ ზარდიაშვილი არასამთავრობოების რეკომენდაციების გათვალისწინებას და შესაბამისად, გურჯაანის ახლად არჩეული გამგებლის თანამდებობიდან გადაყენებას არ აპირებს.

საქმე ეხება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 15 მარტის მიმართვას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ გურჯაანის საკრებულოს მოუწოდა, გააუქმოს გამგებლის დანიშვნის შესახებ გაცემული აქტი, რადგან იგი ამ პოსტზე საკრებულომ 7 მარტს, კონკურსის გარეშე დანიშნა. ავთანდილ ზარდიაშვილი საკრებულოს გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევს და სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაშიც, მზად არის საკუთარი პოზიცია დაიცვას. გადაწყვეტილებაში უკანონოს ვერაფერს ხედავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, ნანა ჭაბუკაძეც.

"ორგანულ კანონში გარკვეულწილად არ არის მითითებული როგორ ინიშნება გამგებელი, ზოგადად წერია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად. თუმცა ამავე კანონის მე-20 მუხლში მითითებულია, რომ პირდაპირი წესითაც შეიძლება დაინიშნოს. სასურველია გამოცხადდეს კონკურსი, თუმცა არა სავალდებულო. ამ შემთხვევაში საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირს და ჩვენ შეიძლება დავნიშნოთ გამგებელი," - აღნიშნავს ავთანდილ ზარდიაშვილი.

სრული ვერსია

"სპექტრი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა