სამცხე-ჯავახეთის ყოფილ პატიმრებს ბიზნესის წარმოებას ასწავლიან

სამცხე-ჯავახეთის ყოფილ პატიმრებს ბიზნესის წარმოებას ასწავლიან

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 24 ყოფილ პატიმარს ახალციხეში, ბიზნესის ტრენინგი უტარდება. ტრენინგები დღეს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი დღის მთავარი სლოგანია - ბიზნესში მთავარია დათვლა.

რადგან ტრენინგზე მყოფი ყოფილი პატიმრების უმეტესობას მცირე ბიზნესი აქვს, ტრენინგი კითხვა-პასუხისა და კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ასოციაცია "ტოლერანტის", ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის - "ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში", ფარგლებში ტარდება. მას თბილისიდან მოწვეული GPG ტრენინგის კურსის კოორდინატორი, როინ ხინთიბიძე და ბიზნეს-ტრენერი, ქეთევან ხმალაძე უძღვებიან.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა