ლონდონში სასტუმრო გაიხსნა, რომელიც იჭმევა

ლონდონში სასტუმრო გაიხსნა, რომელიც იჭმევა

ინგლისის დედაქალაქში უჩვეულო "სასტუმრო" გაიხსნა, რომელიც მთლიანად საკვებად ვარგისი მასალისგანაა შექმნილი. ნომრებში ფერადი ბეზეიანი ხალიჩები აგია, აბაზანაში კარამელის ბატი-ბუტი ყრია, ჭერზე კი ქოქოსის ბრები და ზეფირის გირლიანდები კიდია.

შენობაში კედლებისა და ფანჯრის რაფების მირთმევაც შეიძლება. ავეჯი, აქსესუარები და ინტერიერის ნივთები ბისკვიტისგან, ნუშის ორცხობილისგან, ნამცხვრებისგან, ბეზესგან, კრემისგან და სხვა საკონდიტრო ნაწარმისგანაა დამზადებული.

ოთახების შესაქმნელად 14 სპეციალისტი მუშაობდა. მათ "სამშენებლო მასალის" მოსამზადებელ პროცესზე 2 000 საათი, დეკორატიულ შენობაზე კი 900 საათი დახარჯეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს