იაპონური ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდება. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში კერძო სექტორში განხორციელებული პროექტების დაფინანსებას განაახლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, კაე იანაგისავას შეხვდა.
გენერალურმა დირექტორმა ინტერესი გამოთქვა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებებზეც იმსჯელეს. იაპონურმა მხარემ მზადყოფნა არამხოლოდ ტექნიკურ დახმარებაზე, არამედ დაფინანსებაზეც გამოთქვა.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჩვენ მომავალი თანამშრომლობის გზები დავსახეთ. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა სამუშოები ტარდება სამინისტროში კერძო სექტორთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კანონმდებლობის დახვეწაზე და კერძო საკუთრების დაცვაზე. ვფიქრობთ, რომ მომავალში თანამშრომლობას უფრო ნაყოფიერად გავაგრძელებთ" - განაცხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის (JICA) გენერალურ დირექტორმა კაე იანაგისავამ.
ორგანიზაცია "ჯაიკა" საქართველოში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს. მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობას.
გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბრისას გადაწყდა, რომ ზაფხულში საქართველოს იაპონელი ბიზნესმენების ჯგუფი ეწვევა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9