სამხრეთ კორეაში მინი ქვედაბოლო აიკრძალა

სამხრეთ კორეაში მინი ქვედაბოლო აიკრძალა

სამხრეთ კორეაში მინი ქვედაბოლო აიკრძალა. ქალბატონი, რომელიც კანონს არ დაემორჩილება, 30 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება.

კაბინეტს ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტმა, პაკ კინ ჰემ მიაწოდა. ეს აკრძალვა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფად და თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს. პროტესტის ნიშნად კორეელმა სელებრითებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მოკლე ქვედაბოლოთი გადაიღეს სექსუალური ფოტოსურათები და სხვადასხვა სოციალურ ქსელში განათავსეს. კანონის წინააღმდეგ იბრძვიან ოპოზიციის ლიდერებიც.

1970 წელს ამჟამინდელი პრეზიდენტის მამამ, სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა, პაკ ჩონ ჰემ ტანზე ზედმეტად მოტკეცილი ქვედაბოლოები აკრძალა. რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კორეელი ქალები მუხლიდან 20 სანტიმეტრით მოკლე კაბებს სახლშიც კი ვერ იცვამდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს