"პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში მაფურთხა და შვილები მაგინა"

"პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში მაფურთხა და შვილები მაგინა"

52 წლის თამაზ მაისურაძეს და 35 წლის მამუკა ხუციშვილს ქურდობაში ედებათ ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა 2013 წლის 18 მარტს სოფელ ორთაშენში მცხოვრებ რამაზ ლობჟანიძის ხის გადამამუშავებელი საამქროდან ელექტროძრავა მოიპარეს, მოპარული ნივთი კი ხაშურში წაიღეს ჩასაბარებლად. იქ სამართალდამცავებმა დააკავეს და დასაკითხად გორის რაიონულ სამმართველოში გადმოიყვანეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებულებმა დანაშაული აღიარეს, თუმცა დაკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრეს. თამაზ მაისურაძემ, რომელიც 9 -ჯერ არის ნასამართლევი და თავს დამნაშავედ ცნობს, განაცხადა, რომ სამმართველოს უფროსის მოადგილემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მაისურაძე მოძალადე სამართალდამცავის სახელი და გვარი არ დაასახელა. სამმართველოს შენობაში მომხდარი ფაქტი მეორე ბრალდებულმა მამუკა ხუციშვილმაც დაადასტურა.

"პირი, რომელიც ჩვენ გვკითხავდა, სამმართველოს უფროსის მოადგილეა. გვეუბნებოდა, რომ ამ ჩვენს ჩადენილ ქურდობასთან ერთად სხვა ქურდობაც უნდა გვეღიარებინა და ჩვენს თავზე აგვეღო. რატომ უნდა გვეღიარებინა? ის, რომელიც ჩვენი ჩადენილი არ იყო? უარის თქმის შემდეგ ფიზიკურად გაგვისწორდა და შიგ სახეში მაფურთხა, მეტიც საკუთარი შვილები მაგინა. მაგას არ ვაპატიებ", - განაცხადა თამაზ მაისურაძემ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა