მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღი უდაბნოში გაიხსნა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღი უდაბნოში გაიხსნა

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილეს ქალაქ დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღი გაიხსნა. ბაღი 72 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული და 45 მლნ-ზე მეტ ყვავილს იტევს.

ბაღის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბევრი მცენარე სპარსეთის ყურის სანაპიროებზე ადრე არასდროს შეუტანიათ. ბაღი გინესის რეკორდების წიგნში შეტანის პრეტენდენტია.

"ჩვენი ბაღით დავამტკიცეთ, რომ უდაბნოში ოაზისის შექმნა შეიძლება. ყვავილებს მორწყვის სპეცილური ხერხით ვატენიანებთ, ვაგროვებთ დარჩენილ წყალს და სარწყავად ხელახლა ვიყენებთ",- აცხადებს ბაღის მოვლით დაკავებული კომპანიის თანამშრომელი აბდელ ნასერ რახალი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია meteovesti.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს