ოლეგ იაძე: "გადაეცით მაგათ, თუ ვერ აგროვებენ ხალხს, მე დავახმარებ"

ოლეგ იაძე: "გადაეცით მაგათ, თუ ვერ აგროვებენ ხალხს, მე დავახმარებ"

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე ოპონენტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ ხალხი აკლიათ და დაეხმარება. "ჰკითხეთ მაგათ, ჩემი დახმარება თუ სჭირდებათ, ხალხს მივაშველებ" - აღნიშნა ოლეგ იაძემ. როგორც ცნობილია, 20 მარტს სააკაძის მოედანზე 100 -მდე აქტივისტი შეიკრიბა, თუმცა წინასწარ 500 კაციანი შეკრება იყო დაანონსებული. აქტივისტების შემცირებას აქციის ლიდერები პოლიციის მხრიდან დაშინებას და მუქარას უკავშირებენ.

კასპელი მომიტინგეები მთელი რაიონის მასშტაბით, საკადრო ცვლილებებს ითხოვენ. მათი თქმით, უნდა გადადგეს გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და პოლიციის უფროსი. მათ კი გათავისუფლებულ ადგილებზე თავად ჩაენაცვლებიან.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა