გოგონა კარტოფილის გარდა ვერაფერს ჭამს

გოგონა კარტოფილის გარდა ვერაფერს ჭამს

23 წლის გოგონა კლერ ჯონსი უცნაური ფობიით ცხოვრობს - საჭმლის ეშინია და მხოლოდ კარტოფილს ჭამს. "მრავალფეროვნებისთვის", იშვიათად კარტოფილთან ერთად ყველს და კომბოსტოს სალათს შეექცევა.

ფობიის გამო გოგონას ცხოვრება ძალიან უჭირს. რესტორანში, ან ბარში მეგობრებთან გართობისას, მენიუში ყოველთვის კარტოფილს ეძებს და ამის გამო უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ ჩავარდნილა. როგორც კლერი ამბობს, ამ ფობიის დაძლევას შეეცადა, სოსისისა და პურის ჭამა გადაწყვიტა. თუმცა, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგანაც "უცხო" გემოს გასინჯვის შემდეგ გოგონა ცუდად გახდა. საერთო ჯამში ჯონსმა 13 000 კილო კარტოფილი შეჭამა.

"5 წლის ასაკში ფეხი მოვიტეხე და საავადმყოფოში მოვხვდი. საჭმელს არ ვჭამდი და დედამ ბუფეტიდან კარტოფილი მომიტანა. მახსოვს, როგორ გემრიელად შევჭამე და უეცრად ყველა საჭმელი შემზიზღდა. დაბადების დღეებზე მეგობრები ტორტზე დანთებულ სანთლებს აქრობდნენ, ჩემს დაბადების დღეზე კი ჩიპსები გვქონდა. ასე ცხოვრება შეუძლებელია", - ამბობს გოგონა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს