კახეთში არაბული სოფელი შენდება?

კახეთში არაბული სოფელი შენდება?

თელავის რაიონის სოფელ სანიორეს მაცხოვრებლები კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო მიწების არაბებზე უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, 2011 წელს, ხელისუფლებამ სოფელ სანიორესა და ჯუღაანში, მოსახლეობის კუთვნილი 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი არაბულ კომპანია "ჯი ჰერვიდაოზე" გაასხვისა, სადაც არაბები სახლებს აშენებენ. ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრი უნდა აშენებულიყო, თუმცა სანიორეს მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ცენტრის ნაცვლად არაბული სოფელი შენდება.

"აქ უნდა აშენებულიყო დიდი ტურისტული ცენტრი, უნდა დასაქმებულიყვნენ ადგილობრივები, მაგრამ ტურისტული ცენტრის ნაცვლად საცხოვრებელი სახლები შენდება, იქიდან ხალხის ჩამოყვანას და აქ დასახლებას აპირებენ," - აცხადებს სანიორეში მცხოვრები რამინ მელიქიშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა