მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

კარლოს სლიმ ელუ

კაპიტალი: 73 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაცია.

მოქალაქეობა: მექსიკა.

73 წლის მილიარდერ ელუს შემოსავალი შარშან 4 მლრდ დოლარით გაიზარდა. ტელეკომუნიკაციის იმპერიის America ovil-ის გარდა, იგი ფლობს ინვესტიციებს საბანკო სექტორში და თამბაქოს ბიზნესში. გარდა ამისა, წილი აქვს გაზეთში The New York Times. ბიზნესმენი სამ ფეხბურთის გუნდსაც (მექსიკურ "ლეონსა" და "პაჩუკას" და ესპანურ "რეალ ოვიედოს") აკონტროლებს. სლიმი არც მეცენატობას ივიწყებს და მისი საქველმოქმედო ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციას ეხმარება.

ბილ გეიტსი

კაპიტალი: 67 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Microsoft.

მოქალაქეობა: აშშ.

რამდენიმე წელია გეიტსი ქველმოქმედებითაა დაკავებული. მიუხედავად ამისა, კომპანია Microsoft-ის წყალობით შარშან მისი შემოსავალი 6 მლრდ დოლარით გაიზარდა. ქველმოქმედებაზე მეცენატს უკვე 28 მლნ დოლარი აქვს დახარჯული. იგი აქტიურად ამარაგებს გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობას მედიკამენტებით. მისი გათვლით, ინფექციური დაავადებებისგან 2020 წლისთვის 8 მლნ ადამიანი განიკურნება.

ამანსიო ორტეგა

კაპიტალი- 5 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: "ზარა".

მოქალაქეობა: ესპანეთი.

ბრენდ "ზარას" მფლობელის შემოსავალი შარშან, სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი მაღაზიათა ქსელის ხარჯზე, 19,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. გარდა ამისა, ესპანელი მაგნატი ფლობს საოფისე და საცხოვრებელ ფართობებს მადრიდსა და მაიამიში.

ორტეგას საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 13 წლისამ სწავლას თავი დაანება და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. პირველი სამოსი კი ექსმეუღლესთან ერთად, საკუთარი ბინის მისაღებში შეკერა.

უორენ ბაფეტი

კაპიტალი: 53,5 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway.

მოქალაქეობა: აშშ.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ბაფეტის შემოსავალმა 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა, წელს პირველად არ მოხვდა "ფორბსის" სამეულში.

ლარი ელისონი

კაპიტალი: 43 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Oracle.

მოქალაქეობა: აშშ.

Oracle-ის დამაარსებლის შემოსავალი შარშან 7 მლრდ დოლარით გაიზარდა. ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული, ბინებითა და სასტუმროებით, 500 მლნ დოლარად შეიძინა.

ჩარლზ და დევიდ კოხები

კაპიტალი: 34 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები.

მოქალაქეობა: აშშ.

ამერიკის უმდიდრესი ძმა კომპანია Koch Industrie-ს ფლობს. თითოეულის შემოსავალი შარშან 9 მლრდ დოლარით გაიზარდა. ხოლო კომპანიის - 115 მლრდ დოლარით.

ლი კა-შინი

კაპიტალი: 31 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები.

მოქალაქეობა: ჰონგკონგი.

აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიუჯეტი შარშან 5,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. მის 53 კომპანიაში 270 ათასი ადამიანი მუშაობს. კა-შინის ბოლოდროინდელი ყველაზე მსხვილი შენაძენი ბრიტანული გაზის კომპანია Wales & West Utilities-ის აქციებია.

ლილიანა ბეტანკური

კაპიტალი: 30 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: L'Oreal.

მოქალაქეობა: საფრანგეთი.

კოსმეტიკურ იმპერია L'Oreal-ს ექსცენტრიკული მემკვიდრე ლილიანა ბეტანკური 1957 წლიდან მართავდა. რამდენიმე წლის წინ მართვის სადავეები მას შვილმა, ფრანსუაზამ სასამართლოს ძალით ჩამოართვა. ახალგაზრდა მმართველის წყალობით კომპანია 6 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ბერნარ არნო

კაპიტალი: 29 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: LVMH.

მოქალაქეობა: საფრანგეთი.

საფრანგეთის მთავრობასთან კონფლიქტის გამო არნომ შარშან 12 მლრდ დოლარი იზარალა. თუმცა, იგი მაინც უმდიდრესთა ათეულში მოხვდა.

კრისტი უოლტონი

კაპიტალი: 28,2 მლრდ დოლარი.

სიმდიდრის წყარო: Wal-Mart.

მოქალაქეობა: აშშ.

ამერიკის უმდიდრესი ქალბატონის შემოსავალი შარშან 2 მლრდ დოლარით გაიზარდა. იგი, მაღაზიათა ქსელის დამაარსებლის, სემ უოლტერის ერთ-ერთი ვაჟის ქვრივია.

26,7 მლრდ-ის მფლობელია კრისტის მაზლი ჯიმ უოლტონი. იგი საოჯახო ბანკის - Arvest Bank-ის გენერალური დირექტორია.

ელისიც სემ უოლტონის მემკვიდრეა. მისი კაპიტალი 26,3 მლრდ დოლარია. ძმებისგან განსხვავებით ელისი ქველმოქმედია და მილიონებს ურიცხავს სხვადასხვა ორგანიზაციას.

სემ უოლტონის ერთ-ერთი ვაჟი რობსონი 26 მლრდს ფლობს. იგი Wal-Mart-ის საცალო გაყიდვებს ხელმძღვანელობს. კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი 444 მლრდ დოლარია.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს